Accentnews.ge
ბიბილოვი: "წნელისის საგუშაგოს საკითხი დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს"

ბიბილოვი: "წნელისის საგუშაგოს საკითხი დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს"

03/02/2022 16:31:49 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "წნელისის საგუშაგოს საკითხი დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს". ამის შესახებ მან დღეს დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებისას განაცხადა, სადაც 2019 წლიდან ქართული საპოლიციო საგუშაგო მოქმედებს.

«კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ წნელისის პროვოკაციული საგუშაგოს საკითხი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება, რადგან ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა ნიშნავს ომს. ჩვენ ომი არ გვსურს, უკანონო საგუშაგოს პრობლემას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ვაყენებთ და ვფიქრობ, მას რაღაც გადაწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში ექნება. ყველას მშვენივრად ესმის - ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, თავად ქართულ მხარესაც, რომ ეს საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. ჩვენ კი ჯერ-ჯერობით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველვყავით. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ყველაფერ დანარჩენს, გარდა იმ ნაწილისა, სადაც უკანონო ქართული საგუშაგო დგას, ოსი მესაზღვრეები აკონტროლებენ» - წერს ბიბილოვი Instagram-ში და იქვე დასძენს, რომ "საქართველოსთან ურთიერთობები კვლავინდებურად რთულია".

«ქართული მხარე კვლავინდებურად აჭიანურებს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ირგვლივ მოლაპარაკებებს და ამავდროულად ჩვენი რესპუბლიკის დისკრედიტაციის მცდელობებს არ წყვეტს. სამხედროებთან შეხვედრაზე უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: სამხრეთ ოსეთი თვითკმარი რესპუბლიკაა და არასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი. როგორც სიმღერის ტექსტშია, სხვისი მიწა არაფერში გვჭირდება, მაგრამ ჩვენის ერთ გოჯსაც არ დავთმობთ"», – დასძინა ბიბილოვმა.

როგორც ცნობილია, ოსური ოპოზიცია ბიბილოვს 2019 წელს "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 200 კვ. კილომეტრის საქართველოსთვის ლამის ჩუქებაში" ადანაშაულებს. პოლიტიკური ოპონენტები არ ეთანხმებიან მის განცხადებას იმის შესახებ, რომ 1922 წლის დეკრეტით, სოფლები გუჯაბაური, არცევი, ორჭოსანი "საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება, აღმოჩნდეს". ოპოზიციამ ბიბილოვის იმპიჩმენტის ინიცირება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S