
ევროკავშირი რუსეთისთვის ერთობლივ პასუხს ამზადებს
03/02/2022 19:31:42 ევროპა
ევროკავშირი მუშაობს ერთობლივ პასუხზე რუსეთისთვის, რომელმაც კვირის დასაწყისში მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებს "უსაფრთხოების გარანტიებთან" დაკავშირებით მიმართა.
"ჩვენ პასუხის კოორდინაციაზე ვმუშაობთ... ჩვენ ევროპულ კავშირში ვართ გაერთიანებული, ამდენად ბუნებრივია, პასუხი ამ ერთობის გამომხატველი იქნება", - განაცხადა, Reuters-ის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლიაენმა და რუსეთს "მშვიდობისა და დიალოგის გზაზე დაბრუნებისკენ" მოუწოდა.
"შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში იქნება საფინანსო-ეკონომიკური სანქციები. ვიმედოვნებთ, ეს არ დაგვჭირდება" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა ცალ-ცალკე დაუგზავნა ნატო-სა და ეუთოს წევრ რიგ სახელმწიფოებს თხოვნები "უსაფრთხოების იურიდიულად სავადებულო გარანტიების" შესახებ.
მანამდე გამოცემა El Pais-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც, მისი ინფორმაციით, წარმოადგენდა აშშ-ისა და ნატო-ს პასუხს რუსეთის ანალოგიურ მოთხოვნაზე. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ ეს მართლაც მათი პასუხი იყო მოსკოვის ინიციატივებზე. აშშ და ნატო აცხადებენ, რომ მზად არ არიან რუსეთის საკვანძო მოთხოვნების შესასრულებლად ნატო-ს არგაფართოებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის დროინდელ საზღვრებში დაბრუნების თაობაზე.