
მედია – კიევში ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ
07/02/2022 17:45:44 პოლიტიკა
კიევში უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას მრჩეველს ზურაბ ადეიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, – იუწყება უკრაინული მედია.
ვინ დაესხა ადეიშვილს თავს ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა საუბარია 4 ადამიანზე. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელები ქუჩაში მდგომ ადეიშვილს მიუახლოვდნენ, მისი სახელი და გვარი იკითხეს და მხოლოდ ამის შემდეგ სცემეს. თავდასხმის შემდეგ ოთხივე ადამიანი ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც უკრაინული მედია წერს, ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.