Accentnews.ge
კადიროვის გადადგომის მოთხოვნას ერთ დღეში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

კადიროვის გადადგომის მოთხოვნას ერთ დღეში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი

08/02/2022 14:17:55 კავკასია

ონლაინ–პეტიციამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვის გადაყეებისკენ მოუწოდებს, ერთ დღეში 100 000–ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

პეტიცია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა გამოაქვეყნა.

მან კადიროვს კანონის დარღვევაში დასდო ბრალი, აღნიშნა, რომ ჩეჩნეთის ლიდერს ჰყავს „პირადი არმია“, ექმურება ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს, კლავს კრიტიკოსებს, ხოლო კრელი დანაშაულზე არ რეაგირებს.

„მესმის, რას წარმოადგენს კადიროვი, მესმის, რაოდენ საშიშია დეპუტატი ადამ დელიმხანოვი – კადიროვის მარჯვენა ხელი, რომელსაც ჩეჩნეთში „ჯალათის“ მეტსახელით იცნობენ და რომელსაც მთელ რიგ სისხლიან დანაშაულებებთან აკავშირებენ. ცხადია, ჩემს მიერ გაწეულ რისკს ვაფასებ და ვხედავ საფრთხეს. მაგრამ იმავდროულად მესმის, რომ თუ ყველა გაჩუმდება, ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ყველანი კადიროვის ჩეჩნეთში აღმოვჩნდებით", – განაცხადა პოლიტიკოსმა.

საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პეტიციას სერიოზულად არ აღიქვამენ, ავითარებენ ვერსიას, რომ ხელმომწერები შესაძლოა, იყვნენ „ბოტები“, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერა პირის იდენტიფიცირებას მოითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S