
„მიზანს მივაღწიე“ – მაკრონი საუბრობს, რაში დარწმუნდა კრემლში ვიზიტისას
08/02/2022 16:46:31 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დარწმუნდა, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ იქნება.
„ჩემი მიზანი იყო თამაშის შეჩერება, ესკალაციის თავიდან აცილება და ახალი პერსპექტივების გახსნა. მივიჩნევ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე“, – განაცხადა მაკრონმა კიევის აეროპორტში ჟურნალისტებთან სუბრისას.
1998 წლის შემდეგ ეს საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ემანუელ მაკრონს ვლადიმირ ზელენსკი მარინსკის სასახლეში დახვდა. შეხვედრა და მოლაპარაკებები დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. მანამდე მაკრონი მოსკოვს სტუმრობდა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეები მსჯელობდნენ, უკრაინის საზღვრებთან შექმნილი მდგომარეობაა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე კრემლმა ნატო–ს ულტმატუმი წაუყენა, მათ შორის აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე. პასუხად დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორი ქვეყნები და ალიანსები, ხოლო რუსეთის მცდელობა, დაუბრუნდეს ცივი ომის პერიოდის გავლენის სფეროებს, მიუღებელია. მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ ნატო–ს და აშშ–ის საპასუხო წერილებში კრემლის მთავარი მოთხოვნები იგნორირებული იყო, საუბრობენ რა სხვა ქვეყნების უფლებებზე, გახდნენ ნატო–ს წევრები.