
"ჩვენი თაობის 1938 წელი": ლიტვის პრემიერი - ევროპის უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე
08/02/2022 19:16:03 ევროპა
ლიტვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე ევროპაში უსაფრთხოების კუთხით სადღეისოდ არსებულ ვითარებას 1938 წელს ადარებს.
"დაგვიდგა ჩვენი თაობის 1938 წელი. ნეიტრალიტეტი აგრესორებს აძლევთ ხელს, მაგრამ არასოდეს - მათ მსხვერპლთ. თუ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული ჯარები ბელარუსულთან ინტეგრირდებიან, ეს სერიოზულად შეცვლის უსაფრთხოების მხრივ ვითარებას როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპისთვის. ეს გამოიწვევს ნატო-ს წარმოდგენილობის ზრდას - და ეს იქნება არა პროვოკაცია, როგორც მოსკოვში სურთ, წარმოაჩინონ, არამედ რეაქცია ნატო-ს საზღვრებთან შეცვლილ ვითარებაზე. ამჟამად ამ ტერიტორიაზე დიდძალი იარაღია თავმოყრილი. ქვეყნის სამხრეთში მობილიზებულ რუსულ ქვედანაყოფებს ძალუძთ, ძალზე სწრაფად შეიცვალონ ლოკაცია და კრემლისთვის წითელი ხაზები არ არსებობს", - განაცხადა ლიტვის პრემიერმაThe Guardian-თან ინტერვიუში.
მისივე შეფასებით, "პუტინს, როგორც ჩანს, თვითშეფასებას უმაღლებს უცხოელი კოლეგების ვიზიტები - ასე უფრო მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობს თავს და სწორედ ესაა, მაღალი ალბათობით, მისი მოქმედების ერთ-ერთი მიზანი".
"[პუტინთან - რედ.] ეს საუბრები უნდა იგებოდეს არა იმის ირგვლივ, "რა შეგვიძლია, გავაკეთოთ თქვენს დასაკმაყოფილებლად", არამედ იმის ირგვლივ, რომ "ჩვენ ახლა არ ვხუმრობთ და როცა ვამბობთ, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უსაფრთხოების ალიანსების არჩევის სრული უფლება, სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში", - დასძინა ლიტვის პრემიერმა.