
კიევი უკრაინის დროშისადმი უღირსი მოპყრობისთვის სლოვაკი დეპუტატებისგან ბოდიშს მოითხოვს
09/02/2022 07:52:54 ევროპა
უკრაინა სლოვაკეთის პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო დეპუტატებისგან ბოდიშს მოითხოვს. საუბარია ულტრამემარჯვენე პარტიის წევრის მიერ უკრაინის დროშისთვის წყლის შესხმაზე.
ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ სკოვაკეთი უკრაინას ოფიციალურ დონეზე უჭერს მხარს და ინციდენტი მასზე გავლენას ვერ იქონიებს.
„კიევში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა უკრაინისადმი მტკიცედ უცვლელი მხარდაჭერა. უკრაინას მხარდაჭერა აქვს სლოვაკეთის ეროვნულ საბჭოშიც. უკრაინის დროშისადმი დეპუტატების – მარეკ კოლებისა და ანდრეა მედვეცკის მხრიდან უღირსი მოპყრობა მას [მხარდაჭერას] ვერ შეარყევს. ჩვენ ვგმობთ და ვითხოვთ ბოდიშის მოხდას“,– ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატები პრორუსული პარტიიდან საპარლამენტო სხდომისას დღის წესრიგს არღვევდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს მმართველი გუნდიდან სიტყვით გამოსვლაში ხელს უშლიდნენ.
ულტრამემარჯვენე პარტიის „სახალხო პარტია – ჩვენი სლოვაკეთი“ დეპუტატებმა ბლოკირება მოახდინეს ტრიბუნის და სლოვაკეთის დროშა მიკროფონის წინ გაშალეს.
საპასუხოდ „თავისუფლების“ და „სოლიდარობის“ დეპუტატებმა მათ წინ უკრაინის დროშა ააფრიალეს. ერთ–ერთმა დეპუტატმა ულტრამემარჯვენე პარტიიდან ჯერ უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოს შეასხა წყალი, შემდეგ ოპონენტ კოლეგას, რომელსაც უკრაინის დროშა ეჭირა ხელში, ხოლო კიდევ ერთმა დეპუტატმა ასევე ულტრამემარჯვენე პარტიიდან ხელიდან გამოგლიჯა უკრაინის დროშა და დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „ამაზრზენი“, „სამარცხვინო უწოდა და ბოდიში მოიხადა.