Accentnews.ge
რამდენი უკრაინელია მზად, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და რამდენს მოსწონს პუტინი – სოციოლოგიური კვლევა

რამდენი უკრაინელია მზად, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და რამდენს მოსწონს პუტინი – სოციოლოგიური კვლევა

09/02/2022 09:12:55 ევროპა

უკრაინელების 50% მზადაა, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაწიოს თავის საცხოვრებელ ადგილზე, – ამის შესახებ მედიასთან კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორმა ვლადიმირ პანიოტომ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.

„კითხვას დაახლოებით 50%–მა უპასუხა, რომ წინააღმდეგობას გასწევს. მეტიც, 33% ამბობს, რომ მზადაა შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის, ხოლო 20% აცხადებს, რომ ეს იქნება არაძალადობრივი წინააღმდეგობა: დემონსტრაციები, პროტესტი, მარში, ბოიკოტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტები“,– განაცხადა სოციოლოგმა.

კვლევის მიხედვით, კიდევ 15% ამბობს, რომ მოასწრებს უკრაინის უსაფრთხო რეგიონში გადასვლას, 10% – საზღვარგარეთ წასვლას, 20%–მა განაცხადა, რომ არაფერს გააკეთებს, ხოლო 12% აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის.

„იმ 20%–ის ნაწილი, რომელთაც განაცხადეს, რომ არაფერს გააკეთებენ, მხარს უჭერენ პუტინს ან ესიმპათიურებათ ის. ჩვენ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში ვიკითხეთ, როდესაც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები. მაშინ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარიანტი 24%–მა აირჩია. ამდენად, მათი რაოდენობა გაზრდილია“,– დასძინა სოციოლოგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S