Accentnews.ge
სოფელ სვირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ სვირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

09/02/2022 09:49:02 სამართალი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სვირთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S