
აფხაზეთი გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს
09/02/2022 11:08:16 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაერო-ს, სოხუმს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს, რომელიც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის უფლებას იძლევა.
დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, "მინისტრმა" ინალ არძინბამ გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე შესაბამისი მიმართვა "გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტს, გაერო-ს მხარდაჭერის რუსული ასოციაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსეი ბორისოვს გადასცა.
«მინისრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს წესდების თანახმად, ორგანიზაციის ერთ-ერთ საკვანძო ამოცანას დიდი და მცირე ერების თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. "ჩვენ გვსურს, მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა. ჩვენ თავად უნდა ვყვებოდეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ" - განმარტა ინალ არძინბამ», – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, ბორისოვთან შეხვედრაზე მხარეები გაზაფხულზე აფხაზეთში გაერო-ს მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარებაზე შეთანხზმდნენ.