Accentnews.ge
თბილისი – იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ აფხაზურ ღონისძიებებზე: "აღნიშნულ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან ამჯერადაც მოჰყვება"

თბილისი – იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ აფხაზურ ღონისძიებებზე: "აღნიშნულ ნაბიჯს შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან ამჯერადაც მოჰყვება"

09/02/2022 14:39:38 კონფლიქტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ აფხაზურ ღონისძიებებს "მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან".

როგორც "აქცენტს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიური კომუნიკაცია აქვს იტალიის მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იტალიას არაერთხელ გაუკეთებია მის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების უკანონო აქტივობების დამგმობი ოფიციალური განცხადება. რაც შეეხება აღნიშნულ პოლიტიკოსს, მატეო დალოსო ცნობილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებით. ის აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა რეჟიმის წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში. პოლიტიკოსის აღნიშნულ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ოფიციალური რომის მხრიდან", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ღონისძიების ანონსი დღეს აფხაზეთის “განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა” კან ტანიამ გაავრცელა.

“პატივცემულო მეგობრებო! დღეს იტალიის პარლამენტში აფხაზეთისთვის ნიშანდობლივი მოვლენა მოხდება. მოსკოვის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება იტალიელ დეპუტატ მატეო დალოსოს პრეს-კონფერენცია თემაზე “ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. აფხაზეთი და დიდი ევროპა”. ონლაინ-რეჟიმში ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და “აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის” უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მუსა ეკზეკოვი. უღრმესი მადლობა აფხაზეთის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩ ვიტო გრიტანისა და აფხაზეთის მეგობრებს” – დაწერა ტანიამ სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S