
უკრაინა ტერაქტის აღკვეთის შესახებ იუწყება
10/02/2022 11:53:53 ევროპა
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც კიევში ტერაქტს ამზადებდა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული კაცი ადგილობრივია, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურებთანაა კავშირში.
უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მანქანის დაწვას ცდილობდა.
"სპეცოპერაციის შედეგად, გამოავაშკარავეთ მტრის აგენტი, რომელიც კიევში ტერაქტის მოწყობისთვის ემზადებოდა. ის ადგილობრივი მაცხოვრებელი აღმოჩნდა, რომელიც ბელარუსის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ჰყავს აყვანილი. უფლებადამცველებმა კაცი აიყვანეს მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენობასთან მანქანის დაცვას ცდილობდა" - აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახური.
გამოძიების ვერსიით, კაცი, რომელიც ტერაქტს ამზადებდა, კიევში ჟურნალისტებს და უცხოეთის მოქალაქეებს აშინებდა და კიევში შენობების კედლებზე მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებდა, თითქოს შენობები დანაღმული იყო.
ასევე, ის უცხოური დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ აგიტაციას ეწეოდა და უკრაინელ სამხედროებზე ინფორმაციებსაც აგროვებდა.
უკრაინის უშიშროების სამსახური ამბობს, რომ აგენტის ქმედება მიმართულია უკრაინის შიდა პოლიტიკური სიტუაციის შერყევისკენ და სახელმწიფოს დისკრედიტაციისკენ ევროკავშირის და ბელარუსის თვალში.