Accentnews.ge
ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვი გააფრთხილა: "ჯერ კიდევ გაქვთ დრო , შეწყვიტოთ აგრესია უკრაინის მიმართ"

ლიზ ტრასმა სერგეი ლავროვი გააფრთხილა: "ჯერ კიდევ გაქვთ დრო , შეწყვიტოთ აგრესია უკრაინის მიმართ"

10/02/2022 11:26:09 მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გააფრთხილა იმ „კატასტროფული შედეგების“ შესახებ, რაც რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას მოჰყვება უკრაინაში.

"უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები მოჰყვება, როგორც უკრაინელი და რუსი ხალხებისთვის, ისე ევროპული უსაფრთხოებისათვის და ევროკავშირმა ნატო-სთან ერთად განაცხადა, რომ უკრაინის ინტერვენციას მოჰყვება სერიოზული შედეგები და რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. ბატონმა ლავროვმა მითხრა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გეგმები არ აქვს. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. ჩვენ უნდა დავინახოთ ჯარები და აღჭურვილობა, რომელიც დისლოცირებულია უკრაინის საზღვარზე, საწყის პოზიციებს დაუბრუნდება. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, დაასრულოს აგრესია უკრაინის მიმართ და გაგრძელდეს დიპლომატიური გზა. ნატო–მ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ თუ ეს გზა არ აირჩევა, ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, უკრაინისა და მთელი ევროპისთვის", - აღნიშნა ლიზ ტრასმა ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, სერგი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვის მისამართით დასავლეთის მუქარები დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.

„იდეოლოგიური მიდგომები, ულტიმატუმები და მუქარები - ეს არის გზა არსაით. ვითარების ნორმალიზება ჩვენ მხოლოდ ურთიერთპატივისცემის ვითარებაში გამართული დიალოგის გზით შეგვიძლია“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი არავის ემუქრება, პირიქით, მას ემუქრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S