
ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს
10/02/2022 12:59:32 სამართალი
გორის სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ცხედარი იპოვეს.
ადგილზე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა და სიკვდილის მიზეზი.
პირველადი ინფორმაციით, კაცი სამხედროა და ის ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ცხედარი გორში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.