Accentnews.ge
პუტინმა მწვავე კრიტიკის შემდეგ "მოითმინე, ჩემო ლამაზო"–ს გამო თავი იმართლა

პუტინმა მწვავე კრიტიკის შემდეგ "მოითმინე, ჩემო ლამაზო"–ს გამო თავი იმართლა

10/02/2022 17:20:01 მსოფლიო

საერთაშორისო კრიტკის შემდეგ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განმარტა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მის მიერ გამოყენებული სექსუალურად დამამცირებელი მიმართვა უკრაინის ხელისუფლებისადმი– „მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო“. საპასუხოდ ზელენსკიმ ასევე მაკრონთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა ნამდვილად ლამაზია, მაგრამ არა რუსეთის“ და დასძინა, რომ ქვეყანა პროვოკაციებს ღირსეულად ხვდება.

ამასთან დაკავშირებით პუტინს ყაზახეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს. კერძოდ, დაინტერესდნენ, როგორ შეაფასებდა მის მიმართვაზე უკრაინის პრეზიდენტის რეაქციას.

„აქ არ ყოფილა არანაირი პირადული განზომილება“,– საპასუხოდ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირადულს არასდროს შეხებია.

„საქმე მხოლდ იმაშია, რომ როდესაც სახელმწიფო მეთაურებისგან გვესმის მსგავსი კომენტარები, „რაღაც მოგვწონს, რაღაც არ მოგვწონს“ ფუნდამენტურ შეთანხმებებზე, რომლებიც არეგულირებენ ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის უკრაინასთან... მგონია რომ ეს ის ფორმატი არაა. თუ სახელმწიფომ საკუტარ თავზე აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით, მაშინ ყველამ უნდა შეასრულოს. და შევთანხმდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს“, - განაცხადა პუტინმა.

ინფორმაციისთვის: რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში 2008 წელს მიღწეულ შეთანხმებას, საერთაორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს ამ დრომდე არ ასრულებს და მუდმივად არღვევს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს.

ცნობისთვის: თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორ მიიღეს აშშ–ში პუტინის გამონაქვამი და როგორ აისახება ეს ქვეყნებს შორი დიპლომატიურ დიალოგზე.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა აღნიშნა, რომ აშშ არასდროს დუმს, როდესაც პუტინი და რუსეთის წარმომადგენლები საჯაროდ ტყუიან:

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ გაუპატიურების შესახებ ყოველგვარი ხუმბორასავარაუდოდ, აღაშფოთებს ყველა ხელისუფლებას, განურჩევლად იმისა, ამერიკელი თანამდებობის პირი იტყვის მას თუ უცხოელი. ჩვენ არასდროს შეგვიკავებია თავი რიგ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც მოდის პრეზდენტ პუტინისა თუ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. და რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა არ ყოფილა რაღაც...“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S