Accentnews.ge
გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

10/02/2022 20:18:15 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.

როგორც გვარამია ამბობს, მას პროკურატურის გადაწყვეტილება გადაეცა.

"აღძრული იყო საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბების და შესაძლო წამების ფაქტების შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილი უკვე ცნობილია დაზარალებულად. არსებობს ფაქტი და არსებობს დაზარალებული. ერთადერთი ნაბიჯი, რაც დარჩა, ეს არის ბრალდებულების გამოვლენა და სავარაუდოდ, ეს იქნებიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და შესაძლოა, თანამდებობის პირებიც. მათ შეუძლიათ, აღძრან ექსტრატერიტორიულობის პრინციპით საქმე საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თანამდებობის პირების წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S