
აშშ დანიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალას განალაგებს
10/02/2022 20:00:00 ევროპა
დანია მზადაა, ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების საფუძველზე, აშშ-ს თავის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების უფლება მისცეს,– ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მეტე ფრედრიკსენმა განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა დანიას მიმართა ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობის წინადადებით. ამ თანამშრომლობის ზუსტი ხასიათი ჯერ–ჯერობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მან შეიძლება მოიცვას დანიის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების, მასალებისა და სამხედრო აღჭურვილობის ყოფნა,“ განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიესალმნენ ფრედრიკსენის განცხადებას და აღნიშნეს, რომ შეთანხმება, როცა ის მიღწეულ იქნება, ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გააღრმაონ მჭიდრო პარტნიორობა და „გააძლიერონ ნატო–ს ოპერაციებში თანამშრომლობა.