Accentnews.ge
„ჯაველინები, ყუმბართმტყორცნები“– კიევში მორიგი ამერიკული სამხედრო ტვირთი ჩავიდა

„ჯაველინები, ყუმბართმტყორცნები“– კიევში მორიგი ამერიკული სამხედრო ტვირთი ჩავიდა

11/02/2022 08:10:24 ევროპა

უკრაინამ აშშ–ისგან კიდევ 130 ტონა თავდაცვითი შეიარაღება მიიღო,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინიტრი ალექსეი რეზნოკოვი იუწყება.

„კიდევ ორი „ჩიტი“ ჩამოფრინდა სამხედრო დახმარებით ჩვენი პარტნიორი აშშ–დან: ჯაველინები, ყუმბართმტყორცნები და სხვა თავდაცვითი საშუალებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“,- წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის აშშ–დან უკრაინაში სულ 15 თვითმფრინავი ჩაფრინდა სამხედრო დახმარების ჯამში 1200 ტონა ტვირთით.

ცნობისთვის: რუსეთს უკრაინის საზღვართან უკვე 100-130 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. უცხოელი ექსპერტების გათვლით, ეს ქვეყანაში შესაჭრელად საჭირო პოტენციალის დაახლოებით 70%-ია. ამასთან, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, აზოვისა და შავი ზღვებიდანაც განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი შავი და აზოვის ზღვების მნიშვნელოვან ნაწილს კეტავს, რაც ეკონომიკური ომად ფასდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S