![პოლონეთში ამერიკული გამანადგურებლები ჩავიდნენ [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/987dfgre.jpg)
პოლონეთში ამერიკული გამანადგურებლები ჩავიდნენ [ფოტო]
11/02/2022 09:06:38 ევროპა
პოლონეთში ამერიკული საბრძოლო თვითფრინავები ჩვიდნენ რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე,– ამის შესახებ Twitter–ზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიშ ბლაშაკი წერს.
„დღეს ლასკის ავიაბაზაზე დაფრინდნენ საბრძოლო F-15–ები, რომლებიც მისიის ფარგლებში აღმოსავლეთ ფლანგს [ნატო–ს] დაუჭერენ მხარს“,– ამბობს მინისტრი.
აშშ–მა უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების თავმოყრის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედროები გადაისროლა.
ცნობისთვის: რუსეთს უკრაინის საზღვართან უკვე 100-130 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. უცხოელი ექსპერტების გათვლით, ეს ქვეყანაში შესაჭრელად საჭირო პოტენციალის დაახლოებით 70%-ია. ამასთან, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, აზოვისა და შავი ზღვებიდანაც განახორციელოს.