
უკრაინის ეკონომიკამ რუსეთის გამო $300 მილიარდი დაკარგა - CEDR
11/02/2022 09:36:04 ევროპა
რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკრაინის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა: დაკარგული უცხოური ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად 10,3 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება,– ამის შესახებ საუბარია ეკონომიკური და ბიზნეს–კვლევის ცენტრის (CEDR) ახალ ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი უკრაინას 2014 წლიდან 2020 წლამდე 280 მილიარდი დოლარი დაუჯდა.
ანგარიშის მიხედვით, ექსპორტის მუდმივი კლებით ქვეყნის ზარალმა 2014–დან 2020 წლებში 162 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უკრაინას სამხედრო კონფლიქტი ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარი უჯდება; ყირიმის ანექსია – 8,3 მილიარდი დოლარი; დონბასში განგრძბადი კონფლიქტი – 14,6 მილიარდი დოლარი. ხოლო ჯამში 2014 წლიდან უკრაინის ეკონომიკის დანაკარგი 102 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, უკრაინის ეკონომიკამ კონფლიქტით საგადასახადო შემოსავლების სახით 2014–2020 წლებში 48,5 მილიარდი დოლარით იზარალა.
ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციის გამო დანაკარგები გაიზრდება.