
ქუთაისში ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
11/02/2022 15:53:55 სამართალი
ქუთაისში ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკა „უნიქალმედში" აცხადებენ, მამაკაცს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დამატებით კვლევებზე კი პაციენტმა უარი განაცხადა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.