
ხაშური-სურამის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 18 ადამიანი დაშავდა
12/02/2022 13:22:58 სამართალი
ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.