Accentnews.ge
ზელენსკის ოფისი უარყოფს ინფორმაციას უკრაინის ცის დაკეტვის შესახებ

ზელენსკის ოფისი უარყოფს ინფორმაციას უკრაინის ცის დაკეტვის შესახებ

13/02/2022 14:32:28 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის განმარტებით, ისინი მუშაობენ ავიაგადამზიდავებთან, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ავიაკომპანიებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისი რეკომენდაცია არც ევროპის საავიაციო სააგენტოს გაუცია.

12 თებერვალს უკრაინულმა ავიაკომპანიამ „სქაი აფ“ ვერ შეძლო პორტუგალიიდან რეისის დასმა კიევში, რაც „მომატებული რისკების“ გამო სადაზღვეო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნეს.

მოგვიანებით, „სქაი აფ“-მა 14-16 თებერვლის პერიოდში ბილეთების გაყიდვა შეაჩერა.

უკრაინაში ფრენები ასევე შეაჩერა ნიდერლანდურმა KLM-მ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, სხვა ავიაკომპანიები ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S