
"ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ"- უკრაინაში დახმარების მორიგი პარტია ჩავიდა
13/02/2022 20:05:33 ევროპა
უკრაინამ მეგობარი ქვეყნებისგან დახმარების ახალი პარტია მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანას აშშ-მ დამატებით 180 ტონა საბრძოლო მასალა გაუგზავნა.
"ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ!" - წერს მინისტრი.
ცნობისთვის: უკრაინის ირგვლივ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრა კვლავ გრძელდება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.