Accentnews.ge
"უკრაინა შეეჯახა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთ ძლიერ ტალღას"

"უკრაინა შეეჯახა ჰიბრიდული ომის კიდევ ერთ ძლიერ ტალღას"

14/02/2022 08:37:53 ევროპა

უკრაინა შეეჯახა პანიკის სისტემატიზაციის, ყალბი ამბების გავრცელებისა და რეალური ვითარების დამახინჯების მცდელობებს, რაც ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღაა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, ჰიბრიდული ომის ამგვარი გამოვლინებები ჩანს სოციალურ ქსელებში, რიგ მედიასაშუალებაში და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგრესორი ქვეყნის შესახებ გამოთქმულ განცხადებებში, ხოლო საინფორმაციო ზეწოლის მოტივია, გამოიწვიოს განგაში უკრაინის საზოგადოებაში და შეარყიოს რწმენა სახელმწიფოს შესაძლებლობების მიმართ.

„ჩვენი ოფიცრები მუშაობენ ქვეყნის ყველა რეგიონში გაძლიერებულ რეჟიმში, თუმცა ახლა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ყველა უკრაინელის დაბალანსებულ ქმედებებზე. ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დავემორჩილოთ პროვოკაციებს. პანიკა და დესტაბილიზაცია სარგებელს მოუტანს მხოლოდ მტრებს და არა უკრაინას. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და შევამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია; იხელმძღვანელეთ ოფიციალური წყაროებიდან და არა ანონიმური მონაცემებით; ისწავლეთ სიმართლის გარჩევა ყალბისაგან. არ დაგვავიწყდეს – უკრაინის სიძლიერე მხოლოდ ძლიერ არმიაში კი არა, თითოეული ჩვენგანის ერთიანობაშია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S