Accentnews.ge
კიევში „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდეს უკრაინელი დიპლომატის განცხადებას ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესაძლებლობაზე

კიევში „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ უწოდეს უკრაინელი დიპლომატის განცხადებას ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესაძლებლობაზე

14/02/2022 11:27:51 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განხადებას, რომ „კიევს შეელო, უარი ეთქვა ნატო–ში წევრობაზე რუსეთთან ომის შესაჩერებლად“.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მშვოდობისთვის უკრაინა ნებისმიერი დიალოგისთვის მზადაა.

„იმავდროულად ელჩმა ინტერვიუში მართებულად აღნიშნა, რომ ნატო–ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატო–ს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის საკვანძო საკითხია უსაფრთხოების გარანტიები. ცხადია, საუკეთესო განატი იქნებოდა უკრაინის ალიანსში დაუყოვნებლივ მიღება, მაგრამ უკრაინის მიმართ მუქარა დღეს და ახლა არსებობს. ამიტომ, გარანტიების შესახებ კითხვებზე პასუხის პოვნა ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანაა“.

BBC Radio 5 Live–ის კითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინას გადახედოს ნატო–ში წევრობის საკითხს, ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა უპასუხა:

„შეგვეძლო. განსაკუთრებით გაჟღერებული მუქარის ზეწოლის ქვეშ, რომელიც გრძელდება...ზოგჯერ ჩვენ გვესმის ხმები ნატო–დან ამის შესახებ... მაგრამ კითხვა, რომელსაც 40 მილიონიანი ერი უსვამს საკუთარ თავს: თავდასხმის შემთხვევაში როგორ გადავრჩებით? შევძლებთ არასტაბილური ვითარების განმუხტვას დაუცველად დარჩენის შემთხვევაში, როდესცა არც ერთი ალიანსის წევრები არ ვართ, ხოლო ჩვენი მეზობლები და მეგობრები უკვე არიან ორგანიზაციის წევრები?“

წამყვანმა უკრაინელ დიპლომატს კიდევ ერთხელ კითხა, შეეძლო უკრაინას ნატო–ში წევრობაზე უარის თქმა, რათა თავი აერიდებინა ომისთვის?

„დიახ, თქვენ მართალი ხართ, ეს ისაა, რაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში. თქმა „ჩვენ შეგვეძლო“ გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მთავარ დოკუმენტს. ჩვენ მოქნილები ვართ უკეთესი გამოსავლის ძიებაში. თუ ჩვენ მოგვიწევს რაიმე სერიოზულ დათმობაზე წასვლა, ესაა ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“,– უპასუხა დიპლომატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S