
ათენი ორი ბერძენის მკვლელობასა და კიდევ ორის დაჭრას უკრაინელ სამხედროებს უკავშირებს
14/02/2022 12:21:25 ევროპა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში ბერძნული თემის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს მას შემდეგ, რაც დონეცკის ოლქის სოფელ გრანიტნოიეში ორი ბერძენი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა. სამინისტრო მკვლელობას უკრაინელ სამხედროებს უკავშირებს.
ირკვევა, რომ ინციდენტი 13 თებერვალს მოხდა.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, „ორმაგი მკვლელობა უკრაინის არმიის სამმა სამხედრომ ჩაიდინა“, რომლებიც „უმნიშვნელო მიზეზი დაუკავშირდნენ ემიგრანტებს“.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მომხდარისა და ბერნული თემის უსაფრთხოების საკითხებზე უკრაინელ კოლეგასთან გეგმავს კომუნიკაციას.
ერთი დღით ადრე დონეცკის ოლქის პოლიციამ განაცხადა, რომ გრანიტნოიეში, კაფეში სროლის გამო ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც იუწყებიან, გვიან ღამით პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ობიექტის ვიზიტორებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ უცნობმა პირებმა იარაღიდან სროლა დაიწყეს. ადგლზე გამოცხადდა სპეცდანიშნულების რაზმი, საგამოძიებო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების მანქანა.
სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, ნივთმტკიცებები, მათ შორის იარაღი ამოიღეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობის მუხლით.