Accentnews.ge
„გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ“

„გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ“

14/02/2022 15:02:47 ევროპა

გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასებით ნაწილში გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მე აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველ ჭრილში. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

შეგახსენებ, რომ გერმანიის კანცლერი დღეს კიევს სტუმრობს. პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრელდა. კანცლერ კიევის შემდეგს მოსკოვს ეწვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S