
ფოთში, საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს
14/02/2022 20:05:07 სამართალი
ფოთში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
„კანალზაციაში წყალი არ ჩადიოდა, ამიტომ ხელოსანი მოიყვანეს და მან ამოაჩინა [ცხედარი]. პოლიცია ამბობს, „სამი დღის ამბავიაო“,– განაცხადა ერთ–ერთმა ადგლობრივმა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.