Accentnews.ge
ჯონსონა ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა

ჯონსონა ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდა

14/02/2022 20:26:42 ევროპა

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ალტერნატიული წყაროები მოიძიონ.

„ვფიქრობ, ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ჩვენი „სისხლის მომოქცევის სისტემას“ ახლავე უნდა მოაშოროს „ჩრდილოეთის ნაკადი“... ენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება გვჭირდება და უნდა მოვემზადოთ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ეკონომიკური ზომებისთვის“,– განაცხადა ჯონსონმა.

უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე საუბრისას ჯონსონი დიალოგის მოწოდებით გამოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, „ვითარება რთული და სახფათოა“.

Reuters–ის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის გამო შვებულებიდან დაბრუნდა.

მედიასაშუალების ცნობით, მინისტრი საზღვარგარეთ გეგმავდა ხანგრძლივი შვებულების ოჯახთან ერთად გატარებას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, თუმცა მას ცვლილებების შეტანა მოუწია.

როგორც ირკვევა, ჟურნალისტებმა მინისტრი ერთ–ერთ ევროპულ კურორტზე დააფიქსირეს და ITV News–მა მას თემის კომენტირება სთხოვა.

„მოსკოვდან ადრიანად დაბრუნების შემდეგ, ვინაიდან შეშფოთებულები ვართ უკრაინაში ვითარების გაუარესებით, დაგეგმილი ხანგრძლივი შვებულება გადავდე და ბრიტანეთში დვბრუნდი“,– განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S