Accentnews.ge
აშშ თანამოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ თანამოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

15/02/2022 06:22:14 ევროპა, მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ბელარუსში არ გაემგზავრონ, ბელარუსში მყოფმა ამერიკელებმა კი ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო აქტივობის გამო, რეგიონში დაძაბულობა გაზრდილია და სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია.

გასული კვირის ბოლოს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, ახლავე დატოვონ უკრაინა, რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო. 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს საელჩო გადააქვს კიევიდან ლვოვში.

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას და ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ მიიჩნევს იმის საფუძვლად, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას ნებისმიერ მომენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S