
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“
15/02/2022 10:21:13 ევროპა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დარწმუნებულია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მსოფლიოსთვის „ძალიან სახიფათო მომენტი“ იქნება და შესაძლოა, წაახალისოს სხვა აგრესორები, მათ შორის ჩინეთი და ირანი ,– ამის შესახებ მინისტრმა Sky News–თან განაცხადა.
„თუ ვნახავთ უკრაინაში შეჭრას, ამას სერიოზული დანაკარგი მოყვება ხანგრძლივი კონფლიქტის თვალსაზრისით. ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპის უსფრთხოებას ეთხრება ძირი. ამასთან, მსოფლის მასშტაბით სხვა აგრესორები ამაში საკუთარი ამბიციების რეალიზების შესაძლებლობას დაინახავენ. ეს ძალიან სახიფათ მომენტია მსოფლიოსთვის“,– განაცხადა მინისტრმა.
ის იზიარებს აშშ–ის შეფასებას, რომ შეჭრა ჯერ კიდევ გარდაუვალია:
„ეს ცხადია, ეხება უკრაინას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სუვერენულ სახემწიფოს, მაგრამ ევროპის ფართო სტაბილურობა და გლობალური უსაფრთხოებაა საფრთხეში“.
მინისტრი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთი შეჭრის შემთხვევაში უკრანაში არ გაჩერდება:
„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთსა და უკრაინას და დაარღვევს სტაბილურობას ევროპაში“,– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, „ვშიშობ, ეს არ გაჩერდება უკრაინაში: ეს არის თავდასხმა რუსეთის მეზობლებზე და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, რათა შეარყიოს ნატო–ში მათი წევრობის ლეგიტიმაცია“.