Accentnews.ge
ირაკლი ალასანია თბილისშია: "ჩამოვედი, რომ მეგობარს დავუდგე გვერდში"

ირაკლი ალასანია თბილისშია: "ჩამოვედი, რომ მეგობარს დავუდგე გვერდში"

19/05/2019 06:04:33 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თბილისში, მაწმინდაზე, საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც ალასანიამ განაცხადა, თბილისში საარჩევნოდ დაბრუნდა, რათა შალვა შავგულიძეს დაუჭიროს მხარი. 

"შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული ადამიანი, რომელმაც იცოდა და ყოველთვის ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ის ყოველთვის იყო იქ, სადაც მეგობრებს სჭირდებოდათ, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ მას, მეგობარს დავუდგე გვერდში, მას სჭირდება მხარდაჭერა",– განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

ცნობისთვის: პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში ტარდება.

მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 43,908 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვსი საინიციატივო ჯგუფისა და 14 პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის მოუწევს:

9 – „თავისუფალი საქართველო” – გიორგი ანდრიაძე

13 – „ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები” – შალვა შავგულიძე

35 – „გირჩი” – გერმანე საბო

41 – „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – ვლადიმერ კახაძე

43 – საინიციატივო ჯგუფი – კობა დავითაშვილი

44 – საინიციატივო ჯგუფი ‐ სოფიო ხორგუანი

45 – საინიციატივო ჯგუფი ‐ გრიგოლ გეგელია.

სრული სია იხილეთ ბმულზე.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი იმუშავებს. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება. შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი და ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S