ზურაბიშვილი დეპუტატებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
15/02/2022 14:07:43 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტლებას სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე არ ეთანხმება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!“,– წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებ, რომ პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შუწყვიტა.


