Accentnews.ge
იქნება თუ არა ევროპაში ომი? - პუტინის პოზიცია

იქნება თუ არა ევროპაში ომი? - პუტინის პოზიცია

15/02/2022 15:25:26 ევროპა

15 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა მათი ერთობლივი პრეს-კონფერენცია. Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა ჰკითხა პუტინს: «იქნება თუ არა ომი ევროპაში? ომს გამორიცხავთ?». მოგვიანებით რუსეთის ლიდერს დამატებით ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა იგი უკრაინაზე თავდასხმას.

"აქცენტი" რუსეთის ლიდერის ვრცელი პასუხის თარგმანს გთავაზობთ:

"რაც შეეხება ომს ევროპაში. ბ-ნმა კანცლერმა ეს წუთია, თქვა, რომ მისი თაობის ადამიანები (მე კი მისი თაობის ადამიანი ვარ) ძნელად თუ წარმოიდგენენ ევროპაში რაიმე ომს. და ეს, რაღა თქმა უნდა, უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ითქვა. მაგრამ ჩვენ ხომ მოწმენი ვიყავით ევროპაში ომის, რომელიც სწორედ ნატო-ს ბლოკმა გააჩაღა იუგოსლავიის წინააღმდეგ. მსხვილი სამხედრო ოპერაცია სარაკეტო დარტყმებით ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქზე - ბელგრადზე. ეს ხომ იყო? თანაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე. ეს ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ ეს მოხდა. ეს - პირველი.

მეორე. იმასთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენ ეს თუ არა. რა თქმა უნდა, არა. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ წინადადებები მოლაპარაკებების გასამართად, რის შედეგადაც უნდა მიიღწეს შეთანხმება ტოლად ყველას უსაფრთხოების გარანტირებულობის შესახებ, რუსეთის ჩათვლით. სამწუხაროდ (და ჩვენ ამის შესახებ უკვე ვთქვით), საგნობრივი კონსტრუქციული პასუხი ჩვენს წინადადებებზე არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ამოსავალი ისაა, რომ იმ დოკუმენტებშიც კი, რომლებიც ნატოელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს, არის გარკვეული ელემენტები, რომლებიც შეგვიძლია, განვიხილოთ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ეს მხოლოდ იმ საკვანძო საკითხებთან ერთობლიობაში გავაკეთოთ, რომლებსაც ჩვენთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებთ და მე დღეს ამის შესახებ ბ-ნ კანცლერსაც ვუთხარი, დიალოგი სწორედ ამგვარად ჩამოყალიბდება და იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება იგი, განვითარდება სიტუაცია ყველა დანარჩენ ტრეკთან მიმართებაშიც, რომლებიც თქვენც და ჩვენც გვაღელვებს - და მერწმუნეთ, თქვენზე არანაკლებ გვაღელვებს ჩვენც.

<…>

რაც შეეხება იმას, როგორ იმოქმედებს რუსეთი სამომავლოდ? გეგმის მიხედვით. და რა შედის ა გეგმაში? ვითარება ადგილებზე. ვის შეუძლია პასუხი კითხვაზე, როგორ ჩამოყალიბდება რეალური ვითარება? - ჯერ არავის. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. თუმცა ჩვენ ვგეგმავთ და ვისწრაფვით იმისკენ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ ჩვენს პარტნიორებთან საკითხებზე, რომლებიც დავაყენეთ, მათი დიპლომატიური გზებით გადასაჭრელად. რა საკითხებია ეს - კარგადაა ცნობილი. რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ეს ნატო-ს არგაფართოება, ბლოკის ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობაზე დაბრუნება და ჩვენი საზღვრების სიახლოვეს შემტევი საბრძოლო კომპლექსების არგანთავსებაა. მე მგონი, ყველაფერი ნათელია და გასაგები. მზად ვართ, სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ, რომლებსაც ჩვენთვის გამოგზავნილი პასუხი შეიცავს, მაგრამ მხოლოდ ჩამოთვლილ საკითხებთან ერთობლივად".

ახლა რაც შეეხება ნატო-ს არგაფართოებას. აი, თქვენ თქვით, "ამბობენ, უახლოეს წლებში უკრაინა ნატო-ში ვერ იქნებაო». რას ნიშნავს "ამბობენ"? ხომ უნდა გვესმოდეს, რა არის "ამბობენ" საერთაშორისო ურთიერთობებში? ჩვენ უკვე 30 წელია, "გვეუბნებიან", რომ ნატო საერთოდ არ გაფართოვდება, არც ერთი დიუიმით რუსეთის საზღვრის მიმართულებით. დღეს კი ვხედავთ ნატო-ს ინფრასტრუქტურას პირდაპირ ჩვენი სახლის წინ და მეტიც, განიხილება ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი. ამბობენ, ეს ხვალ არ მოხდებაო. და როდის? ზეგ? და რას გვიცვლის ეს ისტორიულ პერსპექტივაში - აბსოლუტურად არაფერს! გვესმის, უკრაინა დღეს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არ არისო. ჩვენ ვიცით ეს თეზისი. და იქვე ამატებენ, რომ მას ხვალ არ მიიღებენ. მიიღებენ მაშინ, როცა ამისთვის მოამზადებენ? მაგრამ ჩვენთვის ეს შეიძლება, უკვე გვიანი იყოს, ამიტომაც გვსურს, ეს საკითხი უკვე დღეს გადავჭრათ, აი პირდაპირ ახლა, უახლოეს ხანებში, მოლაპარაკებების პროცესში. მშვიდობიანი გზით. ჩვენთვის ესაა ამოსავალი და ამის იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შეისმენენ და სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს შეშფოთებებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S