Accentnews.ge
"თუ რუსეთი უკრაინაში ამერიკელებს დაუმიზნებს, აშშ ძალისმიერი გზით უპასუხებს"

"თუ რუსეთი უკრაინაში ამერიკელებს დაუმიზნებს, აშშ ძალისმიერი გზით უპასუხებს"

15/02/2022 21:18:51 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში ამერიკელებს დაუმიზნებს, აშშ ძალისმიერი გზით უპასუხებს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, თუმცა თუ რუსეთი უკრაინაში ამერიკელებს დაუმიზნებს, ჩვენ ძალისმიერი გზით ვუპასუხებთ. თუ რუსეთი თავს დაესხმება შეერთებულ შტატებს ან მოკავშირეებს ასიმეტრიული საშუალებებით, როგორიცაა კიბერ–შეტევები ჩვენს კომპანიებზე ან კრიტიკულ . ინფრასტრუქტურაზე, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში განვითარებული ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

"რაც არ უნდა მოხდეს, აშშ ყველაფრისთვის მზად არის. ჩვენ მზად ვართ, დიპლომატიური გზით ჩავერთოთ რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მთელ ევროპაში. ამასთან, ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, რისი ალბათობაც ჯერ–ჯერობით ძალიან მაღალია. ეს მიდგომა გვქონდა ბოლო პერიოდში და გვექნება მომავალშიც", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინაში შემდგომი რუსული აგრესიის შანსი კვლავ მაღალია, რადგან აშშ–ს ჯერ–ჯერობით არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ძალების გაყვანის პროცესი დაიწყო:

"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ზოგიერთი სამხედრო ნაწილი ტოვებს პოზიციებს უკრაინის მახლობლად. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიდასტურებია. ფაქტი ფაქტად რჩება – ამ დროისთვის რუსეთს ჰყავს 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინაში, ბელარუსსა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ და შეჭრა აშკარად შესაძლებელია“.

მან პირობა დადო, რომ „დიპლომატიას მისცემს ყველა შანსს“, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის უკრაინაში შეჭრა:

„ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციით“.

ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ არ "უღალატებს ძირითად პრინციპებს იმ ნაბიჯების გადადგმისას, რომელიც მიმართული იქნება უსაფრთხოების ვითარების მოგვარების კუთხით წინსვლაზე".

მან რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება.

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს არასტაბილურობის გაზრდას.

გარდა ამისა, მან რუსეთის მოქალაქეებს მიმართა:

„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო იმის თაობაზე, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ: შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც ნატო–ს არ გააჩნიათ რაკეტები უკრაინაში. ჩვენ არ ვგეგმავთ მათ იქ განთავსებას. ჩვენ არ გვყავს რუსი ხალხი მიზანში ამოღებული. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S