Accentnews.ge
რუსი დიპლომატი: „ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება“

რუსი დიპლომატი: „ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება“

16/02/2022 06:29:59 ევროპა

ევროკავშირში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩიჟოვმა განაცხადა, რომ 16 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმება.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ იქნება არც შემდეგ კვირაში, არც იმის მომდევნო კვირაში და არც შემდეგ თვეში“, - განუცხადა ჩიჟოვმა გერმანულ გამოცემა „ველტ“-ს და დასძინა, რომ „ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება“.

მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებას, რომ რუსეთისგან ესკალაციაა მოსალოდნელი, თუ მტკიცებულება არ გაქვს, ეს მხოლოდ ცილისწამებაა.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს 16 თებერვალს დაესხას. 15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ წვრთნების შემდეგ რუსი სამხედროები დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან. თუმცა დასავლეთში აცხადებენ, რომ ჯერ ვერ ხედავენ დეესკალაციის ნიშნებს და რომ თავდასხმის საფრთხე კვლავ მაღალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S