Accentnews.ge
გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

16/02/2022 08:11:52 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

გენადი ბესტაევი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ნოემბერში მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლება მიეცა. ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, იგი პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S