Accentnews.ge
საქართველომ ჩეხეთსა და ლიეტუვასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები გააფორმა

საქართველომ ჩეხეთსა და ლიეტუვასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები გააფორმა

16/02/2022 14:25:17 თავდაცვა

საქართველომ ჩეხეთსა და ლიეტუვასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები გააფორმა. ამასთან, საქართველომ და ლიეტუვამ კიბერუსაფრთხოების სფეროში მრავალმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, უცხოელ კოლეგებს ხვდება.

„შეხვედრის დასაწყისში ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩეხ კოლეგა იანა ჩერნოჩოვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო–ში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას.

ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ასევე გაფორმდა ლიეტუვას თავდაცვის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელმაც მომავალი პარტნიორობის მიმართულებები უნდა განსაზღვროს.

ამასთან, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც "კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან" თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის სახითაც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დამატებითი მექანიზმი შეიქმნა. მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან უკრაინა, ლიეტუვა და აშშ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S