ისტორიული თურქული ქალაქი ორ კვირაში არსებობას შეწყვეტს

23-09-2019 08:26:10 სხვა ,ეს საინტერესოა

ისტორიული თურქული ქალაქი ჰასანქეიფი რამდენიმე კვირაში აღარ იარსებებს. ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კაშხლის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დაიტბორება, რომელმაც რეგიონისთვის ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაძლიეს და გადაწყვეტილებაც მიღებულია.  

8 ოქტომბერს ისტორიულ ქალაქ ჰასანქეიფს შემოსაზღვრავენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი რამდენიმე თვე რჩება ტერიტორიის დასატოვებლად.

ისტორიული ცნობების თანახმად, ქალაქი 12 000 წლისაა და პოტენციურად, ის ერთ–ერთი ყველაზე ძველი დასახლებაა მესოპოტამიაში, თუმცა როგორც კი მოსახლეობა ქალაქს დაცლის, კულტურული მემკვიდრეობა წყლით დაიფარება. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები