Accentnews.ge
პრინც ჩარლზის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

პრინც ჩარლზის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

17/02/2022 06:14:38 ევროპა

ლონდონის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის - ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაეხმარა თუ არა ფონდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ დონორს - არაბ მილიარდერ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში.

ლონდონის პოლიციის განმარტებით, საქმე აღძრულია სახელმწიფო ჯილდოების მიღებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო, ბოროტად გამოყენების გამო.

BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიების დაწყება გადაწყვიტა გასულ წელს გავრცელებული ცნობების შეფასების საფუძველზე. საუბარია ბრიტანული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრინც ჩარლზის ყოფილი პირადი თანაშემწე და მისი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი მაიკლ ფოსეტი საუდის არაბეთის მოქალაქეს, ბიზნესმენ მაჰფუზ მარეი მუბარაკ ბინ მაჰფუზს დაეხმარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებაში, შემდეგ კი, კონფიდენციალური წერილით დაჰპირდა მოქალაქეობის მიღებაში დახმარებასაც.

მაჰფუზმა ორდენი 2016 წელს მიიღო, ხოლო ფოსეტის წერილი 2017 წელსაა დაწერილი.

თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია.

მაიკლ ფოსეტმა საქველმოქმედო ფონდის დირექტორის თანამდებობა 2021 წლის დეკემბერში დატოვა, ფონდმა კი გამოაცხადა, რომ შიდა გამოძიება დაიწყო.

თავად ფონდში კომენტარი არ გაუკეთებიათ, პრინცის პრეს–სამსახურში კი აცხადებენ, რომ ტახტის მემკვიდრემ არაფერი იცის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S