Accentnews.ge
რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა ჩეჩენ ქალზე თავდასხმის გამო ბოდიში მუქარის შემდეგ მოიხადა

რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა ჩეჩენ ქალზე თავდასხმის გამო ბოდიში მუქარის შემდეგ მოიხადა

17/02/2022 09:03:11 კავკასია

მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შემდეგ, მოსკოვის მეშჩანსკის ოლქის დეპუტატთა საბჭოს ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის წევრმა ალექსანდრე ზაკუსკინმა 68 წლის ჩეჩენ ქალს ბოდიში მოუხადა თებერვლის დასაწყისში თავდასხმის გამო.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახელისუფლებო პარტიის წევრი სალიმა იუსუფხაჯიევს აწვდის ყვავილების თაიგულს, ხილით და ტკბილეულით სავსე კალათას და მიმართავს: „სიტუაცია გადავიაზრე. დედაჩემი ასაკის ხართ. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი“.

მედიის ინფორმაციით, მომანიების აქტი 13 თებერვალს უნდა შემდგარიყო და მას 68 წლის ქალის ხუთი შვილი უნდა დასწრებოდა, თუმცა იმ დღეს ზაკუსკინი მათთან სახლში არ მისულა.

არსებული ცნობებით, სალიმა იუსუფხაჯიევა მოსკოვში, მშვიდობის გამზირზე, მეჩეთთან ძეხვეულით ვაჭრობდა, როდესაც ზაკუსკინი დაესხა თავს.

როგორც დაზარალებული ყვება, ზაკუსკინმა ჯერ წიხლი კრა ქალის ყუთს და მას ჩეჩნეთში დეპორტირებით დაემუქრა, შემდეგ კი სახეში წიწაკის სპრეი შეასხა. ქალს თვალები ჰქონდა დამწვარი.

მედია ასევე წერს, რომ ინციდენტის შემდეგ ზაკუსკინს ტელეფონით დაუკავშირდა სახელმწიფო სათაბიროს დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელად“ წოდებული დელიმხანოვი და მას „მახინჯი“ უწოდა. ამ ზარის შემდეგ ზაკუსკინმა პოლიციას მიმართა, რადგან მან მუქარისშემცველი შეტყობინებები მიიღო.

მედია წერს, რომ კონფლიქტის გამო ზაკუსკინის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება.

უფლებადამცველებმა საჯარო ბოდიში ტოტალიტარული რეჟიმის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასეს, რომელიც გავრცელებულია კადიროვის მმართველობის პირობებში. ინტერნეტში ადვილად მოიძებნება არაერთი ვიდეო, როდესაც მოქალაქეები ბოდიშს იხდიან მცირე კრიტიკის გამოც კი „კადიროველების“ „სტუმრობის“ შემდეგ.

უფლებადამცველების ხედვით, ინციდენტზე რეაგირება კანონის ფარგლებში უნდა მომხდარიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S