Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთში კვლავ გაიჟღერა მოთხოვნამ საქართველოში, საგვარეულო სოფლებში ოსების შემოშვების თაობაზე

ჩრდილოეთ ოსეთში კვლავ გაიჟღერა მოთხოვნამ საქართველოში, საგვარეულო სოფლებში ოსების შემოშვების თაობაზე

17/02/2022 10:02:01 პოლიტიკა

ჩრდილოეთ ოსური საზოგადოებრივი ორგანიზაციები "დარიალი" და "ყაზბეგი" კვლავ აყენებენ ოსების საქართველოში, კერძოდ, კობის ქვაბულში, თრუსოსა და გუდას ხეობებში დაშვების საკითხს.

ისტორიულ სამშობლოში მათი არშეშვების თემა ამჯერად ჩრდილოეთ ოსეთის ომბუდსმენმა თამერლან ცგოევმაც წამოსწია, - იუწყება პორტალი Кавказ.Реалии.

«პრობლემა არახალია. ამჯერად იგი ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეკრებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან შეხვედრაზე დავაყენეთ. მან შემოგვთავაზა, მოვამზადოთ დოკუმენტაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციისთვის გადასაცემად», – განაცხადა ცგოევმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, გასულ წელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით ოსების 10-კაციანმა ჯგუფმა სალოცავის მონახულება შეძლო.

დევნილთა უფლებების კოალიციის ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანაშვილი იმაზე მიუთითებს, რომ ქართული მედია ამ საკითხს დიდად არ აშუქებს.

«თემა ძალიან დახურულია, ხელისუფლება დუმს. ვვარაუდობ, რომ თრუსოს ხეობაში კონფლიქტის კერის წარმოქმნის ეშინია. ვიცით, რომ არსებობს სიები, რომლითაც ამ მაცხოვრებლებს არ უშვებენ. რა თქმა უნდა, ადამიანების შეზღუდვა არასწორია. ხომ შეიძლება შემოშვების ისეთი რეჟიმის დაწესება, რომ ხელისუფლების შფოთვაც გამოირიცხოს და ადამიანებსაც წინაპრების მონახულების შესაძლებლობა მიეცეთ?», – ამბობს კონფლიქტოლოგი.

საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში 33 ოსური სოფელი იყო, იქიდან არიან წარმოშობით 85 ოსური გვარის წარმომადგენლები.

საგვარეულო სოფლების მონახულების პრობლემა ჩრდილოეთ ოსეთის რამდენიმე ასეულ მაცხოვრებელს 2008 წლის შემდეგ შეექმნა. ომამდე ბევრი მათგანი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში "სააგარაკე" ცხოვრებას ეწეოდა. ახლა არაერთი სახლი მიტოვებულია, ზოგიერთი კი დაინგრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S