Accentnews.ge
მედია: რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკში დასახლება დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა

მედია: რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკში დასახლება დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა

17/02/2022 10:30:38 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი საარტილერიო შეიარაღებით დაბომბეს, რა დროსაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. – იუწყება Unian გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს–ცენტრზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, მომხდარის შედეგად ორი ზრდასრული ადამიანი დაშავდა.

„რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრეს–ცენტრის განცხადებაში.

ამასთან, პრეს–ცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მისი ცნობით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა ოპერატიულად მოახდინეს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთა ევაკუაცია.

თავის მხრივ, კრემლი უკრაინასა და დასავლეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ "დონბასში ვითარება იძაბება და რომ, ადგილზე უკრაინული ძალების უზარმაზარი პოტენციალია".

უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასა.

"რუსული ძალების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვა - დიდი პროვოკაციაა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში - მონიტორინგის საქმიანობა შეკავების დამატებითი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ყველა დარღვევის გამოსასწორებლად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S