
ზელენსკი: "რუსეთთან საუბრის ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ, თუმცა მათ ეს არ სურთ"
17/02/2022 14:34:35 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის, თუმცა კრემლი მზაობას არ გამოხატავს.
"ყოველთვის, როცა რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზადაა დეესკალაციისთვის ან ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ჩვენ რუსეთს ვთხოვთ რომ რაიმე ფორმით შეხვედრა გავმართოთ. მაგრამ საჯარო პოზიციისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ სურვილი ჩვენთან კომუნიკაციის, მათ ეს არ სურთ. მე ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებისთვის მზად ვარ" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკი ამბობს, რომ ის პუტინთან დაკავშირებასაც შეეცადა, უკრაინას უპასუხოდ არ ტოვებენ, თუმცა პასუხი არ მიდის შეხვედრამდე.
ზელენსკის თქმით, ის დაინტერესებული იქნება, თუ სხვა ქვეყნები გამოხატავენ შუამავლობის სურვილს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გასამართად.