Accentnews.ge
6 სცენარი, რომელიც ბლინკენის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ომის საბაბად გამოიყენოს

6 სცენარი, რომელიც ბლინკენის თქმით, რუსეთმა შესაძლოა, ომის საბაბად გამოიყენოს

17/02/2022 17:59:17 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის მოწვევით შეიკრიბა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მაღალია და ჩამოთვალა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციები, რომლებიც კრემლმა სამხედრო აგრესიის საბაბად შეიძლება, გამოიყენოს.

„რუსეთი შეჭრის საბაბის ხელოვნურად შექმნას გეგმავს.

  • ეს შეიძლება, იყოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი ძალადობის აქტი;
  • ან უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაიმე აღმაშფოთებელი შორსგამიზნული ბრალდება. ზუსტად არ ვიცით ამ პროვოკაციის ფორმა;
  • ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად ორგანიზებული ტერაქტი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სადღაც რუსეთში;
  • ან მათ შეუძლიათ ადამიანების მასობრივი სამარხის აღმოჩენა;
  • შესაძლოა, ეს იყოს უპილოტო თვითმფრინავის დადგმული შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე;
  • ან თუნდაც ნამდვილი თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით.

რუსეთი ამ პროვოკაციებს ალბათ "ეთნიკურ წმენდას" ან "გენოციდს" დაარქმევს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა განაცხადა, რომ არც აშშ-ის დაზვერვას და არც ნატო-ს მოკავშირეების დაზვერვას არ გააჩნიათ იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს მართლაც გაჰყავს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან, არამედ პირიქით, დაფიქსირდა, რომ რუსები აძლიერებენ სამხედრო კონტინგენტს. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სხვადასხვა ადგილებში, 17 თებერვლის მონაცემებით, 150 ათასზე მეტ ჯარისკაცი ჰყავს კონცენტრირებული.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კრემლს, მსოფლოს წინაშე განაცხადოს, რომ არ სურს ომი, შემდეგ გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და საჯარისო ნაწილები უკრანის საზღვრებიდან, ხოლო დიპლომატები დიალოგში ჩართოს.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ მოსკოვმა დასავლეთის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებებზე საუბრობს.

იხილეთ ასევე: ჯო ბაიდენი: "რუსეთის მხრიდან უკრაინაზე უახლოეს დღეებში თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S