Accentnews.ge
შავი ზღვის თავზე შექმნილი საფრთხის გამო ბულგარეთიდან ორი ესპანური გამანადგურებელი აფრინდა

შავი ზღვის თავზე შექმნილი საფრთხის გამო ბულგარეთიდან ორი ესპანური გამანადგურებელი აფრინდა

17/02/2022 20:09:11 ევროპა

შავი ზღვის თავზე შექმნილი საფრთხის გამო დღეს ბულგარეთიდან ორი ესპანური გამანადგურებელი Eurofighter აფრინდა, - იუწყება გამოცემა "24chasa".

მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავები ბულგარეთის საჰაერო სივრცის დამრღვევთა შესაკავებლად ავიაბაზა ​​"გრაფ იგნატიევოდან" აფრინდნენ.

თავად ბულგარული МиГ-29-ების ოპერაციაში მონაწილეობა ნისლის გამო ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, საჰაერო საზღვრის დამრღვევი უცხოური თვითმფრინავები შავი ზღვის თავზე აღმოსავლეთ ზონაში კურსირებდნენ. თუმცა ესპანელმა მფრინავებმა მათი იდენტიფიცირება ვერ მოასწრეს, რადგან დამრღვევებმა საჰაერო სივრცე სწრაფად დატოვეს.

ცნობისთვის: ესპანეთმა ბულგარეთში გამანადგურებლები გასულ კვირას გაგზავნა. ესპანური ეკიპაჟები ბულგარელებთან ერთად ჰაერში მორიგეობას ახორციელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S