
ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო მარშრუტების რუქა გამოაქვეყნა
17/02/2022 20:20:49 ევროპა
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ Twitter-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო რუქა გამოაქვეყნა.
მასზე მოცემულია, მათ შორის, ყირიმიდან და ბელარუსიდან სავარაუდო შეტევის მარშრუტებიც. სულ კი ბრიტანულმა სამხედრო უწყებამ 7 სავარაუდო მარშრუტი განსაზღვრა:
ლონდონის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა, დაუმიზნოს კიევს, ასევე სამრეწველო ქალაქ დნეპრს. რუქაზე ნაჩვენებია გომელის, მოზირის (ბელარუსი) და ჟელეზნოგორსკიდან კიევის მიმართულებით შეჭრის სამი, ასევე ბელგოროდიდან, დაბა კაზანსკაიადან და დონის როსტოვიდან დნეპრის მიმართულებით შეჭრის სამი მარშრუტი.
მეშვიდე მარშრუტი კი აჩვენებს, როგორ შეიძლება, შეიჭრნენ რუსული ჯარები ყირიმიდან მარიუპოლის მიმართულებით.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს ყირიმის დივიზიების შეტევას ოდესის მიმართულებით და შეტევის გაგრძელებას დნეპრიდან ვინიცისკენ.