![დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/Screenshot_at_2022-02-18_20-00-19.png)
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო [ვიდეო]
18/02/2022 16:01:01 კონფლიქტები
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივები როსტოვისკენ იღებენ გეზს.
ტრასები გადაჭედილია ავტომანქანებით, რომელთა მფლობელები ქალაქიდან გასვლას ჩქარობენ.
პროცესის ამსახველი კადრები მრავლად ვრცელდება სოცქსელებში:
დაცარიელებულია ლუგანსკიც, ქალაქში განგაშის სირენების ხმა ისმის:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან ჩასულ თთოეულ ოჯახს 10 000 რუბლს დაჰპირდა.
ცნობისთვის: კრემლისა და მისი სეპარატისტული მოკავშირეების სადეზინფორმაციო პროპაგანდა უკრაინაში შეჭრისათვის საბაბების გამოგონებას არ წყვეტს. დღეს მორიგი მსგავსი მცდელობის მოწმენი გავხდით: დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა პუშილინმა "უკრაინული აგრესიის საფრთხის გამო მოსახლეობის რუსეთში მასობრივი ორგანიზებული ცენტრალიზებული გაყვანა" გამოაცხადა.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა პასეჩნიკმა კი მოუწოდა "მამაკაცებს, რომელთაც იარაღის დაკავება შეუძლიათ, რესპუბლიკის დასაცავად გამოვიდნენ".
პარალელურად გუშინდელი დღიდან კრემლის პროპაგანდა უკრაინული მხრიდან "საარტილერიო ცეცხლის" შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.