Accentnews.ge
"გვაქვს სრული საფუძველი, ვთქვათ, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს"

"გვაქვს სრული საფუძველი, ვთქვათ, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს"

18/02/2022 22:06:03 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევის თემს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"მე მაქვს საფუძველი, ასე ვიფიქრო" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე ცნობით, "კიევს უახლოეს დღეებში დაესხმებიან თავს".

"2 სატელეფონო საუბრი მქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინის თემაზე. ვისაუბრე კონგრესის ჯგუფთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, მეორე - ნატო-ელ პარტნიორებს. ვისაუბრეთ სინქრონული მოქმედების აუცილებლობაზე ნატოსთან და ევროკავშირთან; ორივე საუბრისას კოორდინაციაზე გავამახვილეთ ყურადღება. რუსეთს ჩვენი დაყოფა სურდა, მაგრამ ეს არ მოხდა.

გრძელდება სეპარატისტების მხრიდან ცეცხლი და დეზინფორმაცია, რომელიც ამას უკრაინას აბრალებს ვრცელდება ასევე მასირებული დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონბასში შესვლას აპირებს - ეს რუსული მხარის დეზინფორმაციაა. არავითარი მტკიცებულება ამისა არ არსებობს. ეს ყველაფერი შეესაბამება ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი დღემდეც აკეთებდა, მას სურს, შექმნას სურათი, თითქოს აგრესორი ვინმე სხვაა და არა თავად რუსეთი. უკრაინა ამ წუთისთვის ფაქტობრივად ალყაშია რუსული ჯარის. ვთვლით, რომ კიევს უახლოეს დღეებში დაესხმებიან თავს. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც შევძლებთ ამ ვითარებაში. მზად ვართ, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება დავიცვათ. ჩვენ არ ვერთვებით ომში, მაგრამ ყოველმხრივ ვეხმარებით და დავეხმარებით უკრაინას კვლავაც და თუ რუსეთი შეჭრას გადაწყვეტს, ეს მისი კატასტროფული ნაბიჯი იქნება, რომელიც კატასტროფულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. დასავლეთი მზადაა, ძალზე სერიოზული სანქციებისთვის, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, დაბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ლავროვი და ბლინკენი 24-ში ევროპაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური ხერხები ჯერ არ ამოწურულა,მაგრამ თუ მანამდე მოხდება თავდასხმა, მაშინ ეს კარის სრულად დახურვის ნიშანი იქნება და ვარწმუნებ ყველას, რომ რუსთი ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის. ჩვენ ერთნი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში (ყველა ამერიკული პარტია და მთელი ცივილიზებული სამყარო), მტკიცე წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსული აგრესიას" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მას რუსეთის მიერ დაანონსებულ ბირთვულ წვრთნებზეც კითხეს.

„არ მგონია, ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენებაზე ფიქრობდეს. უბრალოდ, პუტინი ცდილობს, დაარწმუნოს სამყარო, თითქოს შეუძლია, ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ვითარება შეცვალოს. რეალურად მას ამის შესაძლებლობა არ აქვს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას ბაიდენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S